აბლაციის საშუალებით მრავალი არითმიის საბოლოოდ განკურნებაა შესაძლებელია.
ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი
კათეტერული აბლაცია
გული და მისი ელექტრული სისტემა
გული შედგება ორი წინაგულისა და ორი პარკუჭისგან. გულის მუშაობას მისი საკუთარი ელექტრული სისტემა განაგებს. გულის თითოეულ შეკუმშვას თითო ელექტრული იმპულსი იწვევს, რომლებიც ეგრეთ წოდებულ სინუსის კვანძში (გულის ბუნებრივ რიტმის წამყვანში) წარმოიქმნება. სინუსის კვანძი სპეციალიზებული უჯრედების ჯგუფია, რომელიც მარჯვენა წინაგულში მდებარეობს. სინუსის კვანძში წარმოქმნილი იმპულსები განსაზღვრავს გულისცემის სიხშირეს. იმპულსი ჯერ მარჯვენა და მარცხენა წინაგულის კედლებზე ვრცელდება და მათ შეკუმშვას იწვევს, რის შედეგადაც სისხლი წინაგულებიდან პარკუჭებში გადადის. ამის შემდეგ იმპულსი აღწევს ატრიო-ვენტრიკულურ (ავ) კვანძს, რომელიც ერთგვარი ელექტრული კარიბჭეა წინაგულებსა და პარკუჭებს შორის. აქ იმპულსი სულ მცირე ხნით ყოვნდება, ვიდრე პარკუჭებისკენ გავრცელდება. ავ-კვანძიდან პარკუჭებისკენ იმპულსი სპეციალური ბოჭკოების საშუალებით ტარდება, რომელთაც ჰის-პურკინიეს სისტემა ეწოდება. ბოჭკოების ამ ქსელის საშუალებით იმპულსი პარკუჭების კედლებზე ვრცელდება და მათ შეკუმშვას იწვევს, რის შედეგადაც სისხლი პარკუჭებიდან სხეულის სხვადასხვა ორგანოებისკენ გადაისროლება. სინუსის კვანძი ახალ იმპულსს გამოიმუშავებს და ყველაფერი თავიდან იწყება.
არითმია და მისი კვლევა
ნორმალურ შემთხვევაში ადამიანის გულისცემა რიტმულია და მისი სიხშირე 60-100 შეკუმშვაა 1 წუთის განმავლობაში. გულისცემის რიტმულობის ან სიხშირის დარღვევას არითმია ჰქვია.
ხშირად არითმიების დიაგნოსტიკა ხდება ელექტროკარდიოგრამის რეგისტრაციის ან ჰოლტერის მონიტორინგის მეშვეობით. ზოგჯერ არითმიის გამოვლენა და ზუსტი დიაგნოსტიკა ამ საშუალებებით ან გაძნელებულია, ან საერთოდ შეუძლებელი. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია გულის ელექტროფიზიოლოგიური კვლევის ჩატარება. ამ კვლევას შეუძლია არა მხოლოდ დიაგნოზის გარკვევა, არამედ არითმიის მექანიზმის და მისი კერის ზუსტად განსაზღვრა.
ელექტროფიზიოლოგიური კვლევის შემდეგ არითმიებისგან საბოლოოდ განკურნებისთვის გამოიყენება კათეტერული აბლაცია. ამ დროს კათეტერის საშუალებით ხდება არითმიის კერის დაზიანება, რაც როგორც წესი, პაციენტს საბოლოოდ ათავისუფლებს ამ კონკრეტული არითმიისგან.
კათეტერული აბლაციით პრაქტიკულად ყველა სახის არითმიის (სუპრავენტრიკულური, პარკუჭოვანი, მოციმციმე არითმია) მკურნალოობაა შესაძლებელი.
სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია
სუპრავენტრიკულურ პაროქსიზმულ ტაქიკარდიას, როგორც წესი ახასიათებს გულის უეცარი აჩქარება. ასეთი არითმიის დროს გულისცემის სიხშირე 1 წუთის განმავლობაში ყველაზე ხშირად 140-220-ის ფარგლებშია.
სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია ზოგადი ტერმინია და თავის მხრივ აერთიანებს რამდენიმე სახის არითმიას:
პროცედურის მიმოხილვა კათეტერული აბლაციის დროს სპეციალური კათეტერის საშუალებით ხდება არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გზის) დაზიანება („მოწვა“ ან „მოყინვა“). ელექტროფიზიოლოგიური კვლევა და კათეტერული აბლაცია როგორც წესი, საკმაოდ უსაფრთხო პროცედურებია, თუმცა როგორც ყველა ინვაზიურ ჩარევას, მათაც შეიძლება მოჰყვეს გართულებები, მათ შორის სიცოცხლისათვის საშიშიც. ეს გართულებები განვითარების სიხშირის მიხედვით შემდეგია:
სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის სამკურნალოდ გამოიყენება კათეტერული აბლაცია და მედიკამენტური თერაპია. მედიკამენტური მკურნალობა როგორც წესი არაეფექტურია და მხოლოდ დროებითი შედეგი აქვს. კათეტერული აბლაციის ეფექტურობა კი 90-95%-ია, რეციდივის (არითმიის კვლავ აღმოცენების) ალბათობა საშუალოდ 2-7%. რეციდივის შემთხვევაში შესაძლებელია კათეტერული აბლაციის განმეორებით ჩატარება.
რა რისკები ახლავს კათეტერულ აბლაციას
ელექტროფიზიოლოგიური კვლევა და კათეტერული აბლაცია როგორც წესი, საკმაოდ უსაფრთხო პროცედურებია, თუმცა როგორც ყველა ინვაზიურ ჩარევას, მათაც შეიძლება მოჰყვეს გართულებები, მათ შორის სიცოცხლისათვის საშიშიც. ეს გართულებები განვითარების სიხშირის მიხედვით შემდეგია:
ზემოთაღნიშნული რისკების პროცენტული მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს თქვენი ზოგადი მდგომარეობის, გულის დაავადების, ასაკის შესაბამისად. უფრო ზუსტ ინფორმაციას კონრეტულად თქვენთან დაკავშირებული რისკის შესახებ თქვენი ექიმი მოგაწვდით.
კათეტერული აბლაციის მნიშვნელობა
ელექტროფიზიოლოგიური კვლევის და კათეტერული აბლაციის საშუალებით შესაძლებელია:
გახსოვდეს:
კათეტერული აბლაციის შემდეგ 3-4 დღის განმავლობაში, საჭიროა გარკვეული რეჟიმის დაცვა. კერძოდ, არ არის რეკომენდებული დიდი ფიზიკური დატვირთვა და ფეხით ხანგრძლივი სიარული.