ზვიად მათოშვილი
არითმიების მოშორების უფრო უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი
ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი
კრიო აბლაცია
პროცედურის მიმოხილვა
კათეტერული აბლაცია მინი ინვაზიური პროცედურაა. ამ პროცედურის დროს, კეთდება ადგილობრივი ანესთეზია ბარძაყის ან/და ლავიწქვეშა მიდამოში და შესაბამის ვენაში დგება რამდენიმე კათეტერი (პლასტმასის დრეკადი პატარა მილი). აღნიშნული კათეტერების მეშვეობით ხდება გულში სადიაგნოსტიკო და სააბლაციო ელექტროდების შეტანა. ელექტროდების გადაადგილება პაციენტისთვის უმტკივნეულოა და ხორციელდება რენტგენოსკოპიის კონტროლით. ელექტროდები თავსდება გულში სათანადო ადგილებში, მათი მეშვეობით ხდება სათანადო ელექტრული იმპულსების გამოყენებით არითმიის ხელოვნური გამოწვევა და ინფორმაციის ჩაწერა. ზუსტი დიაგნოზის და არითმიის მექანიზმის დადგენის შემდეგ იწყება კათეტერული აბლაცია.
კრიო აბლაციის დროს, სპეციალური კათეტერის საშუალებით ხდება არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გზის) დაზიანება (მოყინვა).
კრიო აბლაციის (მთლიანი პროცედურის) ხანგრძლივობა დაახლოებით 1-3 საათია, ეს დამოკიდებულია არითმიის მექანიზმზე და არითმიის კერის მდებარეობაზე.
პროცედურის შემდეგ ხდება ელექტროდების და კათეტერების ამოღება და ნაჩხვლეტი მიდამოს შეხვევა. აბლაციის შემდეგ პაციენტი კლინიკაში რჩება 24 სთ-ის განმავლობაში.
კრიო აბლაციის ჩვენებები
რა რისკები ახლავს კრიო აბლაციას
კრიო აბლაცია როგორც წესი, საკმაოდ უსაფრთხო პროცედურაა, თუმცა როგორც ყველა ინვაზიურ ჩარევას, მასაც შეიძლება მოჰყვეს გართულებები, მათ შორის სიცოცხლისათვის საშიშიც. ეს გართულებები განვითარების სიხშირის მიხედვით შემდეგია:
ზემოთაღნიშნული რისკების პროცენტული მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს პაციენტის ზოგადი მდგომარეობის, გულის დაავადების, ასაკის შესაბამისად. უფრო ზუსტ ინფორმაციას კონრეტულად თქვენთან დაკავშირებული რისკის შესახებ, თქვენი ექიმი მოგაწვდით.
კრიო აბლაციის მნიშვნელობა
ელექტროფიზიოლოგიური კვლევის და კათეტერული აბლაციის საშუალებით შესაძლებელია:
კრიო აბლაცია არითმიებისგან განკურნების ერთ-ერთი უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია. მისი მეშვეობით შეიძლება როგორც სუპრავენტრიკულური არითმიების, ისე ზოგიერთი პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის და მოციმციმე არითმიის მკურნალობა.
რა უპირატესობა აქვს არითმიების კრიო აბლაციას?
ზოგჯერ არითმიის კერა, ან დამატებითი გამტარი გზა შეიძლება მდებარეობდეს გულის ელექტრულ სისტემასთან (ატრიოვენტრიკულური კვანძი, ჰისის კონა) ძალიან ახლოს. ამ ზონაში სტანდარტული რადიოსიხშირული აბლაციის გამოყენება სახიფათოა და შეიძლება დამთავრდეს გულის გამტარი სისტემის დაზიანებით (ბლოკადით). ასეთ დაზიანებას მოყვება გულისცემის მკვეთრი შენელება და საჭირო ხდება ხელოვნური პეისმეიკერის (პეისმეიკერის) ჩანერგვა. კრიოაბლაციის შემთხვევაში ეს რისკი პრაქტიკულად ნულთან ახლოსაა. კრიოაბლაციის დროს არითმიის კერის დადგენის შემდეგ ხდება ამ ზონის ნაწილობრივ გაციება (კრიო მეპინგი) და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ექიმი დარწმუნდება, რომ ამ მიდამოში მოყინვა უსაფრთხოა, მოხდება არითმიის კერის სრულიყოფილი გაყინვა. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, რადიოსიხშირულ აბლაციასთან შედარებით, კრიო აბლაცია უფრო უსაფრთხოა. კრიოაბლაციის დროს დაბალია სისხლის კოლტის წარმოქმნის და შესაბამისად ემბოლიზმის ალბათობა. რადიოსიხშირესთან შედარებით კრიო ენერგიით გულის კედლის დაზიანება და ტამპონადა უფრო იშვიათად ვითარდება. კრიო აბლაციის დროს კათეტერი „ეწებება“ გულის ქსოვილს. კათეტერის და გულის ქსოვილის კონტაქტი სტაბილურია. კონკრეტულ შემთხვევებში ასეთი სტაბილურობა შესაძლოა კრიტიკული იყოს ეფექტური აბლაციის ჩასატარებლად. ასეთი „მიწებების“ უნარი რადიოსიხშირულ კათეტერებს არ გააჩნიათ.
მთლიანობაში, არითმიების კრიო აბლაცია მსოფლიოში კარგად ცნობილი, ეფექტური და ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მეთოდია.