სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია ზოგადი ტერმინია და რამდენიმე სახის არითმიას აერთიანებს. სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია როგორც წესი იწვევს გამოხატულ ჩივილებს, მისი ეფექტური მკურნალობისთვის რეკომენდებულია აბლაცია.
ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი
სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია
სუპრავენტრიკულურ პაროქსიზმულ ტაქიკარდიას, როგორც წესი ახასიათებს გულის უეცარი აჩქარება. ასეთი არითმიის დროს გულისცემის სიხშირე 1 წუთის განმავლობაში ყველაზე ხშირად 140-220-ის ფარგლებშია.
სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია ზოგადი ტერმინია და თავის მხრივ აერთიანებს რამდენიმე სახის არითმიას:
ზემოაღნიშნული არითმიები ჩვეულებრივ საშიში არ არის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მათ შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო გართულებები (წმევის მკვეთრი დაქვეითება, გულის უკმარისობა, გონების დაკარგვა) გამოიწვიონ. სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ და პირველი რიგის მეთოდად კათეტერული აბლაცია მიიჩნევა.
პროცედურის მიმოხილვა კათეტერული აბლაციის დროს სპეციალური კათეტერის საშუალებით ხდება არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გზის) დაზიანება („მოწვა“ ან „მოყინვა“). ელექტროფიზიოლოგიური კვლევა და კათეტერული აბლაცია როგორც წესი, საკმაოდ უსაფრთხო პროცედურებია, თუმცა როგორც ყველა ინვაზიურ ჩარევას, მათაც შეიძლება მოჰყვეს გართულებები, მათ შორის სიცოცხლისათვის საშიშიც. სახიფათო გართულების ალბათობა ძალზედ მცირეა.
ზოგადად, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის სამკურნალოდ გამოიყენება კათეტერული აბლაცია და მედიკამენტური თერაპია. მედიკამენტური მკურნალობა როგორც წესი არაეფექტურია და მხოლოდ დროებითი შედეგი აქვს. კათეტერული აბლაციის ეფექტურობა კი 90-95%-ია, რეციდივის (არითმიის კვლავ აღმოცენების) ალბათობა საშუალოდ 2-7%. რეციდივის შემთხვევაში შესაძლებელია კათეტერული აბლაციის განმეორებით ჩატარება.