პულსური ველით აბლაცია

პულსური ველით აბლაცია - მოციმციმე არითმიის მკურნალობის ახალი სტანდარტი

SHARE

მოციმციმე არითმია (წინაგულთა ფიბრილაცია) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გულის რითმის დარღვევაა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების რისკს. ამ დაავადების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ მეთოდად კათეტერული აბლაცია ითვლება. დღესდღეობით, ამ მიმართულებით უახლესი და ყველაზე ინოვაციური მიდგომა პულსური ველით აბლაციაა (Pulsed Field Ablation - PFA).

ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, რომლებიც იყენებენ "გაცხელებას" (თერმული აბლაცია) ან "გაყინვას"(კრიოაბლაცია) არითმიის სუბსტრატის მოსაცილებლად, პულსური ველით აბლაცია ულტრამოკლე, მაღალი ძაბვის ელექტრული იმპულსების სერიას იყენებს. ამ ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობა ეფექტურობასთან ერთად მისი შერჩევითი ხასიათია. ელექტრული ველები უჯრედების დასაშლელად მოქმედებს სელექტიურად, ანუ მიზანმიმართულად აზიანებს მხოლოდ არითმიის გამომწვევ ქსოვილს და პრაქტიკულად არ ახდენს გავლენას მიმდებარე ჯანმრთელ სტრუქტურებზე, როგორიცაა საყლაპავი მილი, სისხლძარღვები და ნერვები.

შედეგად, მეთოდი გამოირჩევა პროცედურის მნიშვნელოვნად შემცირებული ხანგრძლივობითა და გართულებების მინიმალური რისკით. პაციენტები სწრაფად უბრუნდებიან ჩვეულებრივ ცხოვრების რიტმს, ხოლო აღდგენის (რეაბილიტაციის) პერიოდი უფრო მარტივია.

პულსური ველით აბლაცია კარდიოლოგიაში სრულ გადატრიალებას ახდენს. ის აუმჯობესებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს და მოციმციმე არითმიის მკურნალობა სრულიად ახალ, უსაფრთხო დონეზე აყავს. 

ზვიად მათოშვილის არითმიების ცენტრი რიტმარტი ამ მეთოდს 2026 წლიდან წარმატებით იყენებს.