პულსური ველით და რადიოსიხშირით აბლაცია
თანამედროვე კარდიოლოგიაში გულის რითმის დარღვევების მკურნალობა სულ უფრო მაღალტექნოლოგიური და ზუსტი ხდება. მოციმციმე არითმიის კათეტერული აბლაციის სფეროში უმნიშვნელოვანესი ინოვაციაა ორმაგი ენერგიის კათეტერი, რომელიც აერთიანებს პულსური ველით აბლაციის (PFA) და რადიოსიხშირული (RF) ენერგიების უპირატესობებს ერთ ხელსაწყოში.
ტრადიციულად, ექიმებს უწევდათ არჩევანი გაეკეთებინათ მხოლოდ ერთ მეთოდზე. ახალი ტექნოლოგია საშუალებას აძლევს არითმოლოგებს, პროცედურის მსვლელობისას მოქნილად გამოიყენონ ორივე მიდგომა. პულსური ველით აბლაცია უზრუნველყოფს ქსოვილის შერჩევით და სწრაფ ზემოქმედებას მიმდებარე სტრუქტურების მაქსიმალური დაცვით, ხოლო რადიოსიხშირული ენერგია გამოიყენება იქ, სადაც საჭიროა ფრთხილად კონტროლირებადი აბლაცია.
ორმაგი ენერგიის კათეტერის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ღირსება მისი მოქნილი და მექანიკურად ინოვაციური დიზაინია. კათეტერის თავი ზუსტად ეგუება გულის კედლის ანატომიას, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ კონტაქტურ ძალასა და სტაბილურობას. ეს გამორიცხავს ენერგიის არასაკმარისი გადაცემის რისკს და ზრდის ფილტვის ვენების იზოლაციის გრძელვადიან ეფექტურობას.
ამ ორმაგი ენერგიის ტექნოლოგიის დანერგვა მნიშვნელოვნად ამცირებს პროცედურის დროს, ზრდის მის უსაფრთხოებას და აუმჯობესებს პაციენტთა კლინიკურ გამოსავლებს. ორმაგი ენერგიის კათეტერი წარმოადგენს ახალ ეტაპს ელექტროფიზიოლოგიაში, რომელიც ექიმებს აძლევს სრულ კონტროლს ყველაზე რთული არითმიების წარმატებით სამკურნალოდ.
2026წლის ზაფხულში ზვიად მათოშვილმა და მისმა გუნდმა ორმაგი ენერგიის კათეტერის (Tactiflex Duo) გამოყენებით პირველი აბლაცია ჩაატარა საქართველოში. ეს მეთოდი აქტიურად გამოიყენება ჩვენს ცენტრში.