ნებისმიერი სირთულის კარდიოგრამის თუ კლინიკური შემთხვევის ანალიზი. სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა ყველა ექიმს.
ჩვენს ქვეყანაში ბევრ კლინიკას არ ყავს არითმიების მართვის სპეციალისტი (არითმოლოგი, ელექტროფიზიოლოგი). შესაბამისად, აქ ზოგიერთი არითმიის დიაგნოსტიკა და მართვა შესაძლებელია იყოს გაძნელებული.
ჩვენი ცენტრი - რიტმარტი მზად არის საჭიროების შემთხვევაში (რთული კლინიკური შემთხვევები) უფასო სატელეფონო თუ ონლაინ კონსულტაციაში მიიღოს მონაწილეობა.
ასეთი კონსულტაცია შეიძლება დასჭირდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს, პოლიკლინიკებისა და კლინიკების სპეციალისტებს, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.
ტელეფონი: 555 502 301
E-Mail:
ელექტრონული ფოსტით კონსულტაციისთვის სასურველია დაიცვათ შემდეგი წესები და მიუთითოთ პაციენტის ქვემოთჩამოთვლილი მონაცემები:
1. ასაკი, სქესი
2. მოკლე ანამნეზი
3. არსებული მკურნალობა
4. არსებული კლინიკური კვლევები: ექოკარდიოსკოპია, ეკგ, ჰოლტერის მონიტორინგი
5. სხვა მნიშვნელოვანი მონაცემები