სინკოპე გულის წასვლას, გონების დაკარგვას ნიშნავს. სინკოპეს განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია არითმოლოგთან ვიზიტი.
ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი
სინკოპე
რა არის სინკოპე?
სინკოპე სამედიცინო ტერმინია, რაც გულისხმობს გულის წასვლას, გონების დაკარგვას. სინკოპეს უშუალო მიზეზია თავის ტვინში სისხლის მიწოდების დროებითი, მკვეთრი შემცირება.
სინკოპე შეიძლება განვითარდეს წნევის, ან გულისცემის სიხშირის უეცარი დაქვეითების, ან მთელს სხეულში სისხლის მოცულობის შემცირების დროს. გონების კარგვის ეპიზოდი შეიძლება იყოს ძალიან ხანმოკლე, ამ დროს პაციენტი მცირე ხნით რჩება გაბრუებული.
რამდენად ხშირია სინკოპე?
სინკოპეს შემთხვევები საკმაოდ ხშირია. მამაკაცების 3% და ქალების 3.5% ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია სინკოპე. სინკოპე უფრო ხშირია მოხუცებში და 75 წლის ზემოთ მოსახლეობის 6%-ს ემართება. სინკოპე შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, იმის მიუხედავად აქვს თუ არა ჯანმრთელობის სხვა პრობლემა.
რა არის სინკოპეს სიმპტომები?
სინკოპეს ყველაზე ხშირი სიმპტომებია:
ხშირად პაციენტები წინასწარ გრძნობენ სინკოპეს განვითარებას. აქვთ ე.წ. „პროდრომული სიმპტომები“, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულისრევა, გულისფრიალი. თუ პაციენტს უკვე აქვს გამოცდილი სინკოპეს ეპიზოდი, ზემოთაღნიშნული პროდრომული სიმპტომების გაჩენისთანავე დაცემის თავიდან აცილების მიზნით უნდა დაჯდეს, ან დაწვეს, და ფეხები დააწყოს სიმაღლეზე.
სინკოპე შეიძლება იყოს სერიოზული მდგომარეობის სიმპტომი. ამიტომ, მნიშვნელოვანია სინკოპეს პირველივე ეპიზოდის შემდეგ პაციენტმა დაუყოვნებლივ მიაკითხოს ექიმს. პაციენტების უმრავლესობასთან, დროული, ზუსტი დიაგნისტიკით და სათანადო მკურნალობით, შესაძლებელია პოტენციური გართულებების თავიდან აცილება.
სინკოპეს ტიპები
არსებობს სხვადასხვა ტიპის სინკოპე. სინკოპეს ტიპს განსაზღვრავს გამომწვევი მიზეზი.
ვაზო-ვაგალური სინკოპე (კარდიო-ნევროგენული სინკოპე)
ამ ტიპის სინკოპე ყველაზე ხშირია. გამოწვეულია არტერიული წნევის სწრაფი და მკვეთრი დაქვეითებით, რაც იწვევს თავის ტვინში სისხლის მიდინების შემცირებას. ფეხზე წამოდგომის დროს სიმძიმის ძალის გამო სისხლი უფრო მეტად გადაინაცვლებს სხეულის ქვედა ნახევარში, დიაფრაგმის ქვემოთ. ამ დროს გული და ავტონომიური ნერვული სისტემა იწყებს წნევის ვარდნის კომპენსირებას.
ვაზო-ვაგალური სინკოპეს მქონე ზოგიერთ პაციენტს ანამნეზში აქვს ორთოსტატული ჰიპოტენზია. ორთოსტატული ჰიპოტენზია არის მდგომარეობა, როცა ფეხზე წამოდგომის დროს არ ხდება მოცულობითი სისხლძარღვების შევიწროვება (ჩევულებრივ, აღნიშნული სისხლძარღვები ვიწროვდება). ეს იწვევს სისხლის მოცულობის დიდი ნაწილის მოგროვებას ქვემო კიდურებში და არტერიული წნევის სწრაფ დაქვეითებას.
სიტუაციური სინკოპე
სიტუაციური სინკოპე არის ვაზო-ვაგალური სინკოპეს ფორმა. ის ვითარდება მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში, რომელიც გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე და იწვევს სინკოპეს. სინკოპე შეიძლება განვითარდეს შემდეგ სიტუაციებში:
პოსტურული სინკოპე (პოსტურული ჰიპოტენზია)
პოსტურული სინკოპე გამოწვეულია პოზიციის მკვეთრი შეცვლის (მწოლიარე მდგომარეობიდან წამოჯდომა, ან ფეხზე წამოდგომა) შემდეგ არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითებით. ამ მდგომარეობას ხელი შეიძლება შეუწყოს ზოგიერთმა მედიკამენტმა, ან დაჰიდრატაციამ (სითხის დეფიციტი). ამ ტიპის სინკოპეს მქონე პაციენტების წნევა იცვლება ფეხზე წამოდგომისას; სისტოლური წნევა (ზედა ციფრები) ქვეითდება >20 mmHg-ით, ხოლო დიასტოლური წნევა (ქვედა ციფრები) ქვეითდება >10mmHg-ით.
კარდიოლოგიური სინკოპე
კარდიოლოგიური სინკოპე გამოწვეულია გულ-სისხლძარღვთა იმ პრობლემებით, რომლებიც არღვევენ თავის ტვინში სისხლის მიდინებას. აღნიშნულ პრობლემებს მიეკუთვნება გულის რიტმის დარღვევა (არითმია), გულის სტრუქტურული დაავადების გამო გულში სისხლის მოძრაობის შეფერხება, გულის მკვებავი სისხლძარღვის შევიწროება (მიოკარდიუმის იშემია), გულის სარქვლოვანი დაავადება, აორტის სტენოზი, თრომბოზი, გულის უკმარისობა. კარდიოლოგიური სინკოპეს შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ პაციენტმა დაუყოვნებლივ მიმართოს კარდიოლოგს შესაბამისი მკურნალობისთვის.
ნევროლოგიური სინკოპე
ნევროლოგიური სინკოპე ძირითადად გამოწვეულია გულყრით, ინსულტით, ან გარდამავალი იშემიური შეტევით. ნევროლოგიური სინკოპეს სხვა ნაკლებად ხშირი მიზეზებია შაკიკი და ჰიდროცეფალია.
პოსტურული ორთოსტატული ტაქიკარდიის სინდრომი
პოსტურულიბორთოსტატული ტაქიკარდიის სინდრომი გამოწვეულია პაციენტის ფახზე ადგომის შემდეგ განვითარებული ტაქიკარდიით. ამ დროს გულისცემამ შეიძლება მიომატოს წუთში >30 ერთეულით. გულის აჩქარება ვითარდება ფეხზე წამოდგომიდან უახლოესი 10 წუთის განმავლობაში. აღნიშნული სინდრომი უფრო ხშირია ქალებში.
უცნობი მიზეზით გამოწვეული სინკოპე
სინკოპეს მქონე პაციენტების მესამედთან გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება (გამომწვევი უცნობია). ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტია სინკოპეს რისკის ზრდა.
როგორ დავსვათ სინკოპეს დიაგნოზი?
მდგომარეობის შეფასება იწყება პაციენტის სამედიცინო ისტორიის გამოკითხვით და გასინჯვით. შემდეგ, სინკოპეს მიზეზის დასადგენად პაციენტს უტარდება რამდენიმე გამოკვლევა. გამოკვლევების საშუალებით ხდება გულის მდგომარეობის შეფასება, მათ შორის გულისცემის სიხშირის, ორგანიზმში სისხლის საერთო მოცულობის, წოლის, ჯდომის და ფეხზე დგომის დროს სისხლის მიმოქცევის შეფასება.
სინკოპეს სადიაგნოსტიკო ტესტებია:
ლაბორატორიული ანალიზები, ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ), ფიზიკური დატვირთვის ტესტი, ჰოლტერის ამბულატორიული მონიტორინგი, ექოკარდიოგრამა (გულის ექოსკოპია), ტილტ-ტესტი.
შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა ტესტების ჩატარებაც, როგორიცაა ელექტროფიზიოლოგიური კვლევა, ავტონომიური ნერვული სისტემის კვლევა, ნევროლოგიური შეფასება და კომპიუტერული ტომოგრაფია. შიგნითა ყურის პრობლემების გამოსარიცხად ტარდება ვესტიბულური ფუნქციის ტესტები.
მკურნალობა
მკურნალობა დამოკუდებულია სინკოპეს გამომწვევ მიზეზზე და ჩატარებული კვლევებით მიღებულ შედეგებზე. მკურნალობის მიზანია დაიცვას პაციენტი სინკოპეს განმეორებითი ეპიზოდებისგან.
მკურნალობის გზები:
ექიმი კონკრეტული პაციენტისთვის ადგენს მკურნალობის გეგმას.
სინკოპეს დიაგნოზის მქონე პაციენტებმა უნდა მიმართონ ავტომობილის მართვის მოწმობის გამცემ ორგანოს, რადგან ასეთი პაციენტებისთვის არსებობს მართვის მოწმობის განსხვავებული რეგულაციები.
რა გავლენას ახდენს სინკოპე პაციენტის ცხოვრებაზე?
ზუსტი დიაგნოზის და სწორი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია სინკოპეს მართვა და კონტროლი. თუ პაციენტს ერთხელ უკვე ჰქონდა სინკოპე, აღნიშნული ეპიზოდის განმეორების ალბათობა არის 30%. სინკოპეს ეპიზოდის განმეორება და მისგან მიღებული ზიანი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის სინკოპეს მიზეზზე და პაციენტის ასაკზე, სქესსა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებზე.
სინკოპეს თავიდან აცილების ტექნიკა
მნიშვნელოვანია რომ პაციენტის ოჯახმა და გარშემომყოფებმა იცოდნენ ის ნიშნები და სიმპტომები, რომლების წინ უძღვის სინკოპეს, რათა საჭიროებისას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ პაციენტს. ყველა პაციენტი განსხვავებულია, მაგრამ სინკოპეს განვითარებამდე საერთო სიმპტომებია თავბრუსხვევა, გულისრევა, ცივი და სველი კანი. მსგავსი სიმპტომების გამოვლენისთანავე პაციენტმა უნდა მიმართოს „სხეულის დაჭიმვის“ ტექნიკას. ეს ტექნიკა უნდა შეისწავლოს და გაიმეოროს ხშირად (ივარჯიშოს), რათა სიმპტომების გამოვლენისთანავე შეძლოს მისი შესრულება.
სინკოპეს შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს არითმოლოგს და ნევროლოგს.